воскресенье, 8 апреля 2018 г.

    განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფაა. ამისათვის აუცილებელი პირობაა მასწავლებლების შესაბამისი ისტ უნარებით აღჭურვა, რათა მათ თავის მხრივ უზრუნველყონ სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრება და მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება.
ტრენინგკურსის მიზანია 
  • მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
  • სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა
მეთოდები:
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა

სამიზნე ჯგუფი: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები

კურსის ხანგრძლივობა: კურსის სრული ხანგრძლივობაა 32 საათი. 8 სატრენინგო დღე

სერტიფიკატის მიღების პირობები: 
  • სულ ცოტა, 7 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
  • კურსის ბოლოს ელექტრონული პორტფოლიოს გამოქვეყნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий